![](https://tsu.ge/assets/themes/tsu/assets/img/arrow.png)
სადოქტორო პროგრამის სახელწოდება: ფიზიკა.
პროგრამა შედგება ფიზიკის დარგობრივი მიმართულებების შესაბამისი მოდულებისაგან:
- თეორიული ფიზიკა.
- ელემენტარული ნაწილაკები და კვანტური ველები.
- პლაზმის ფიზიკა.
- ასტროფიზიკა.
- კონდენსირებული გარემოს ფიზიკა.
- მიკრო და ნანოელექტრონიკა.
- გამოყენებითი ელექტროდინამიკა და რადიოტექნიკა.
- არაწრფივი მოვლენების ფიზიკა.
- ატომური და მოლეკულური ფიზიკა.
- ბიოფიზიკა.
მისანიჭებელი აკადემიურ ხარისხი: ფიზიკის დოქტორი
პროგრამა შედგება ფიზიკის დარგობრივი მიმართულებების შესაბამისი მოდულებისაგან:
1.1. თეორიული ფიზიკა / Theoretical Physics
1.2. ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა / Elementary Particle Physics
1.2.1 ელემანტარული ნაწილაკების თეორია / Theory of Elementary
Particles
1.2.2 ნაწილაკების ექსპერიმენტული ფიზიკა / Experimental Particle Physics
1.3. პლაზმის ფიზიკა / Plasma Physics
1.4 ასტროფიზიკა / Astrophysics
1.5. კონდენსირებული გარემოს ფიზიკა / Condensed Matter Physics
1.6. მიკრო და ნანოელექტრონიკა / Micro- and Nano-Electronics
1.7. გამოყენებითი ელექტროდინამიკა და რადიოტექნიკა / Applied
Electrodynamics and Radio-Engineering
1.8. არაწრფივი მოვლენების ფიზიკა / Nonlinear Phenomena Physics
1.9 ატომური და მოლეკულური ფიზიკა / Atomic and Molecular Physics
1.10 ბიოფიზიკა / Biophysics
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები:
თსუ ასოც. პროფ. მერაბ გოგბერაშვილი;
თსუ პროფ. მერაბ ელიაშვილი;
თსუ პროფ. ნანა შათაშვილი (პროგრამის კოორდინატორი)
თსუ პროფ. ალექსანდრე შენგელაია
თსუ ასოც. პროფ. ამირან ბიბილაშვილი
თსუ ასოც. პროფ. ოლეგ ხარშილაძე,
თსუ პროფ. არჩილ უგულავა;
თსუ პროფ. თამაზ კერესელიძე;
თსუ პროფ. თამაზ მძინარაშვილი;
პროგრამის მოცულობა: 60 კრედიტი (სასწავლო კომპონენტი)
სწავლების ენა:
ქართული (მოდულები 1.3, 1.4, 1.5, 1.6, 1.7, 1.8, 1.9, 1.10)
ქართული / ინგლისური (მოდულები 1.1, 1.2)
![](https://tsu.ge/assets/themes/tsu/assets/img/arrow.png)
1.1, 1.2, 1.3, 1.4, 1.5, 1.8, 1.9 მოდულებისათვის:
(i) ფიზიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი,
(ii) უცხო ენის/ქართული ენის ცოდნა თსუ-ს მიერ დადგენილ დონეზე,
შესაბამისად სწავლების ენისა (ქართული/ინგლისური);
(iii) გასაუბრება ფაკულტეტის ფიზიკის სადისერტაციო მუდმივმოქმედ დარგობრივ კომისიასთან *.
მოდულისათვის 1.6:
(i) ფიზიკის ან ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მაგისტრი ან მათთან გათანაბრებული ხარისხი;
(ii) უცხო ენის ცოდნა თსუ-ს მიერ დადგენილ დონეზე,
(iii) ფიზიკის მაგისტრის შემთხვევაში - გასაუბრება ფაკულტეტის ფიზიკის სადისერტაციო მუდმივმოქმედ დარგობრივ კომისიასთან *.
ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მაგისტრის შემთხვევაში -
– მეცნიერების/საბუნებისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში ან დამატებითი სპეციალობის (Minor) ხარისხი „ფიზიკა“–ში მინიმუმ 40 კრედიტით ზოგადი ფიზიკისა და თეორიული ფიზიკის სავალდებულო საგნებში;
– „ფიზიკა“–ში სადოქტორო მისაღები გამოცდა (წერითი და ზეპირი კომპონენტებით) ფაკულტეტის ფიზიკის სადისერტაციო მუდმივმოქმედ დარგობრივ კომისიასთან *
მოდულისათვის 1.7:
(i) ფიზიკის ან მათემატიკის ან კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრის ან ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის ხარისხი.
(ii) უცხო ენის ცოდნა თსუ-ს მიერ დადგენილ დონეზე,
(iii) ფიზიკის მაგისტრის შემთხვევაში - გასაუბრება ფაკულტეტის ფიზიკის სადისერტაციო მუდმივმოქმედ დარგობრივ კომისიასთან *.
სხვა დარგის მაგისტრის ხარისხის შემთხვევაში (i)-ში მითითებული ჩამონათვალიდან:
– მეცნიერების/საბუნებისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში ან დამატებითი სპეციალობის (Minor) ხარისხი „ფიზიკა“–ში მინიმუმ 40 კრედიტით ზოგადი ფიზიკისა და თეორიული ფიზიკის სავალდებულო საგნებში;
– „ფიზიკა“–ში სადოქტორო მისაღები გამოცდა (წერითი და ზეპირი კომპონენტებით) ფაკულტეტის ფიზიკის სადისერტაციო მუდმივმოქმედ დარგობრივ კომისიასთან *
მოდულისათვის 1.10
(i) ფიზიკის მაგისტრის ან ბიოლოგიის მაგისტრის ან ბიოფიზიკის მაგისტრი ან
მათთან გათანაბრებული ხარისხი;
(ii) უცხო ენის ცოდნა თსუ-ს მიერ დადგენილ დონეზე,
(iii) ფიზიკის მაგისტრის შემთხვევაში გასაუბრება ფაკულტეტის ფიზიკის
სადისერტაციო მუდმივმოქმედ დარგობრივ კომისიასთან *.
სხვა დარგის მაგისტრის ხარისხის შემთხვევაში (i)-ში მითითებული ჩამონათვალიდან:
– მეცნიერების/საბუნებისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში ან დამატებითი სპეციალობის (Minor) ხარისხი „ფიზიკა“–ში მინიმუმ 40 კრედიტით ზოგადი ფიზიკისა და თეორიული ფიზიკის სავალდებულო საგნებში;
– „ფიზიკა“–ში სადოქტორო მისაღები გამოცდა (წერითი და ზეპირი კომპონენტებით) ფაკულტეტის ფიზიკის სადისერტაციო მუდმივმოქმედ დარგობრივ კომისიასთან.
*გასაუბრებაზე მისასალმებელია პროგრამის ხელმძღვანელებისა და განმახორციელებელი პერსონალის დასწრება სათათბირო ხმის უფლებით, მათ შორის დისტანციურადაც ონლაინ რეჟიმში.
![](https://tsu.ge/assets/themes/tsu/assets/img/arrow.png)
სწავლის დამთავრების შემდეგ ფიზიკის დოქტორს შეუძლია კვლევითი და აკადემიური საქმიანობის განხორციელება ფიზიკისა და მის მომიჯნავე დარგებში, მათ შორის ინტერდისციპლინური მიმართულებით; ასევე განათლების მეცნიერებების მიმართულებით და განათლების სისტემაში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ:
• აკადემიური, კვლევითი და ტექნოლოგიური ორგანიზაციები,
• კავშირგაბმულობის სისტემები,
• საინჟინრო და სამშენებლო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო ცენტრები,
• სამედიცინო დაწესებულებები და დიაგნოსტიკური ცენტრები, კომპიუტერული კომპანიები,
• მართვისა და საბანკო სისტემები,
• თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინიტროების უწყებები,
• სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებები.